spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოხუმის აეროპორტმა მოსკოვიდან პირველი საცდელი რეისი მიიღო

სოხუმის აეროპორტმა მოსკოვიდან პირველი სატესტო რეისი მიიღო.

თვითმფრინავით მოსკოვიდან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტობის კანდიდატმა ბადრა გუნბამ იმგზავრა.

“30 წელზე მეტი ხნის შემდეგ სოხუმის აეროპორტმა მიიღო ის თვითმფრინავი, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით“, – აღნიშნა მან.

ფრენა რუსულმა ავიაკომპანიამ “ЮВТ Аэро”-მ შეასრულა.

სოხუმის აეროპორტი ფრენებისთვის 1993 წლიდან დაიკეტა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია არ ცნობს სოხუმის აეროპორტს, როგორც საერთაშორისოს, რადგან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ორგანიზაციამ აეროპორტის კოდი გააუქმა, ხოლო 2006 წელს ამოიღო ყველა ოფიციალური საბუთიდან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები