უბერ ჟოლის წიგნი „ბიზნესის გული“ SOLO Books-ისა და Visa-ს პროექტის ფარგლებში, ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი 4 ოქტომბრიდან გახდება. Wall Street Journal-ის ბესტსელერი „ბაბლჰედთან“ თანამშრომლობით ითარგმნა და გამოიცა.
წიგნის პრეზენტაცია 4 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის ლაუნჯში გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ამისათვის, მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია. სპიკერები „ბიზნესის გულის“, მასში მოთხრობილი ელექტროტექნიკის ამერიკული ქსელის “ბესტ-ბაის“ წარმატების ისტორიის შესახებ ისაუბრებენ და მომავალ მკითხველს მათ გამოცდილებებს გაუზიარებენ.
პანელურ დისკუსიას გაუძღვებიან:
თიკა რუხაძე – ACT-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. უფროსი მენეჯმენტ კონსულტანტი ლიდერების, გუნდებისა და ორგანიზაციების წარმატებული ტრანსფორმაციის მრავალწლიანი გამოცდილებით;
დეა ჩხაიძე – Creative Leadership Hub-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ლიდერობის და ორგანიზაციული კულტურის კონსულტანტი. ლიდერების აკრედიტებული ქოუჩი;
გივი გიორგაძე – გამომცემლობა „ბაბლჰედის“ თანადამფუძნებელი. სადაზღვევო კომპანია იმედი L-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი;
ლევან გიორგაძე – გამომცემლობა „ბაბლჰედის“ თანადამფუძნებელი. „გასტრონომ ჯგუფის“ ბიზნეს კონსულტანტი. “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ყოფილი დირექტორი და წარმატებული სტარტაპების „ქროსთის“ და „ვენროლის“ თანადამფუძნებელი.
წიგნის შეძენა ექსკლუზიურად SOLO ბუტიკში, 4 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.
ინფორმაციისთვის, SOLO Books-ის მიზანი, ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის მსოფლიო ბესტსელერების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. SOLO Books-ის სერია გაგრძელდება და თავისი ახალ-ახალი გამოცემებით არაერთხელ გაგიღებთ კარს მსოფლიო ლიტერატურის შთამბეჭდავ სამყაროში.
(R)