spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

SOLO-ს მხარდაჭერით, GYMBREEZE-ის პადელის ყოველწლიური ტურნირი იწყება

SOLO კულტურული და სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს და GYMBREEZE-ის პადელის ყოველწლიური ტურნირის პარტნიორია.

ტურნირის ფარგლებში, 29 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, GymBreeze-ის კორტებზე პადელის ჯგუფური შეხვედრები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 96 გუნდი მიიღებს. ისინი ერთმანეთს ჯგუფურ და play-off ეტაპებზე დაუპირისპირდებიან.

პადელის ჩემპიონატის განრიგი ასე გამოიყურება:

29, 30 სექტემბერი და 1 ოქტომბერი – ჯგუფური ეტაპი;

2, 3, 4 ოქტომბერი – პლეი-ოფის ეტაპი;

5 ოქტომბერი – ნახევარფინალი;

6 ოქტომბერი – ფინალი, დაჯილდოების ცერემონია.

პადელის ყოველწლიურ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.

SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობის საფასურის SOLO ბარათით გადახდისას 20%-იანი ქეშბექით ისარგებლონ.

პადელის ტურნირში მონაწილეობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

(R)

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები