spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სომხეთი ვაშინგტონში ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას

სომხეთმა მიიღო მიწვევა ვაშინგტონში ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 9-11 ივლისს გაიმართება, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა.

 

“სომხეთმა მიიღო მოწვევა ვაშინგტონში ნატოს სამიტში პარტნიორების ფორმატში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ალიანსის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სხვა ღონისძიებებში და დაადასტურა მონაწილეობა. სხვა შეთანხმებები ამ დროისთვის არ არსებობს“, – განაცხადა ანი ბადალიანმა.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებით, ლიდერთა შეხვედრაზე აზერბაიჯანიც მიწვეულია.

 

სომხეთმა დასავლეთის ქვეყნებთან დაახლოება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უმოქმედოდ იყო იმ პერიოდში, როდესაც  აზერბაიჯანმა 2023 წელს მთიან ყარაბაღზე კონტროლი დაამყარა.

 

ამ ფონზე, ერევანმა დაიწყო მსჯელობა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები