spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ვახტანგ გომელაურს უმასპინძლა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს  ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, სომხეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია საქართველოსთვის.

 

შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის მნიშვნელობა ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით. 

 

“რამდენიმე დღის წინ აქ იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, მაგრამ, სამწუხაროდ, Covid-19-ის გამო ვერ შევძელი მასთან შეხვედრა. თბილისში, ეკონომიკური თანამშრომლობის სომხურ-ქართული მთავრობათშორისი კომისიის სხდომაზე გასული წელი შევაჯამეთ. მანამდე, რამდენიმე შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ჩემს მეგობარ ირაკლი ღარიბაშვილთან. ცოტა ხნის წინ სომხეთის პოლიციის უფროსი იმყოფებოდა საქართველოში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა მჭიდროდ ითანამშრომლონ. ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის და კანონის უზენაესობის დასაცავად“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა “კოვიდ-19”-ით ინფიცირებულ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ჯანმრთელობა უსურვა.

 

ვახტანგ გომელაური ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს ვაჰე ღაზარიანს შეხვდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე ეწვევა სომხეთის სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები