spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სომხეთმა და ევროკავშირმა უვიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

ევროკავშირმა ორშაბათს, 9 სექტემბერს, სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერევანში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს მარგარიტს შინასს შეხვდა.

შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სომხეთის მხარდაჭერის შესახებ ევროპის მშვიდობის ფონდიდან, ასევე აქტიური დისკუსიები მიმდინარეობს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

“მოხარული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობებში შესამჩნევია ცვლილებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, მიღებულია გადაწყვეტილება სომხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის შესახებ ევროპის მშვიდობის ფონდის მიერ, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

თავის მხრივ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია სომხეთთან ურთიერთობების განვითარებით და ამ ქვეყანაში რეფორმების ხელშეწყობით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები