სომხეთში “დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით 58 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 41 ჰოსპიტალიზებულია, ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების კი – საშუალო სიმძიმის, – ამის შესახებ ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა სტეპან ატოიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ვირუსის პირველი შემთხვევა 7 აგვისტოს დაფიქსირდა.
ამჟამად ვირუსის გავრცელების სავარაუდო არეალად არაგაწოტნის, არმავირის და არარატის ოლქები მოიაზრება.
ვირუსის გავრცელება დაინფიცირებული კოღოების საშუალებით ხდება და ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.