სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს N-ე სამხედრო ნაწილის საინჟინრო სნაიპერულ ასეულში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 სამხედრო დაიღუპა.
3 სამხედროს მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული.
ხანძარი სოფელ აზატთან სამხედრო ნაწილში 01:30 საათისთვის გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.