spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები გაიმართება

სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები გაიმართება.

 

როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მზადების ფარგლებში, სწავლება – Eagle Partner 2024 15-დან 24 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება.

 

სწავლებებში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის შეიარაღებული ძალების მშვიდობისმყოფელ ბრიგადაში მომსახურე ჯარისკაცები, ასევე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ძალების წარმომადგენლები და კანზასის ეროვნული გვარდია.

 

წვრთნების მიზანია სამხედრო დანაყოფების ურთიერთქმედების ხარისხის გაზრდა, ასევე სამშვიდობო ოპერაციების მართვასა და ტაქტიკური კომუნიკაციაში გამოცდილების გაზიარება და სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება.

 

სწავლება Eagle Partner სომხეთში პირველად 2023 წელს ჩატარდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები