გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ძმამ ტყუპისცალი ძმა ცივი იარაღით მოკლა. შემთხვევა 1 იანვრის ღამეს მოხდა.
რა გახდა მკვლელობის მოტივი უცნობია.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.
გამოძიება 11-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.