spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფელ დვირში, ე.წ. ხუციშვილების უბანში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში, ე.წ. ხუციშვილების უბანში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, 1847 მეტრზე არმირებული ბეტონის გზა მოეწყობა. გზის საფარის მოწყობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს კომპანია “ბილტმორი” ასრულებს.

 

პროექტის მიმდინარეობას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე ადგილზე გაეცნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები