გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.