spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფელ ღებში ორი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა  პაპუნა მარგველიძემ ონის მუნიციპალიტეტში, სოფ. ღებში სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. 

 

სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ პაპუნა გამყრელიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა მოადგილეებთან ერთად.

 

პროექტის ფარგლებში, სოფელ ღებში ორი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-121) საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე, მდ. ჩვეშურაზე, რომლის ღირებულება შეადგენს 1 281 591 ლარს.

 

მდინარე რიონზე სოფელ ღებსა და პატარა ღებს შორის დამაკავშირებელ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, სახიდე გადასასვლელის მოწყობა, რომლის ღირებულება 1 899 999 ლარს შეადგენს.

 

სამუშაოები  სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები