spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფელ გოგნში ტყიბულთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოგნში ტყიბულთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

 

მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა გზის სამშენებლო სამუშაოები პირველ მოადგილესთან მანუჩარ რობაქიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო და დამატებითი საჭიროებების შესახებ ისაუბრა.

 

“სოფელ გოგნში  სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის მშენებელი კომპანია ბეტონის საფარის  დაგების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა არმირებული ბეტონის საფარი 1850 გრძ/მ-ზე  და სანიაღვრე არხები. 

 

კეთილმოწყობილი გზის მეშვეობით ტრანსპორტირების დრო საგრძნობლად შემცირდება და გადაადგილებაც კომფორტული და უსაფრთხო გახდება. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია  მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

 

გზის სამშენებლო სამუშაოებს, რგფ-ისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “მეკა“ ახორციელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები