სოფელ გუმათთან, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება ხმაურია. აქტივისტები რკინის ბარიკადებზე ხელებს ურტყამენ და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ.
ისინი ხელების აწევით ცდილობდნენ, ბარიკადებს მეორე მხარეს გადასვლას, თუმცა ამის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს.
აქტივისტები ჯებირებთან ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას ცდილობენ. ადგილი აქვს ფიზიკური დაპირისპირებაც.
აქციის მონაწილეების თქმით, სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.
“ჯებირი შუაში იყო გახსნილი და დავიძარით ნამოხვანის მიმართულებით, რეალურად თავისუფალ გზაზე, რის შედეგადაც პოლიციამ შეაფერხა ჩვენი მსვლელობა და მათი მხრიდან მოხდა მოწოლა და ჩვენი მხრიდანაც მათ შორის. ჩვენ როგორც შევნიშნეთ ორი ადამიანია დაკავებული, ზუსტად არ ვიცი ვინ. შეიძლება ორზე მეტიც იყოს”- აცხადებს ხეობის ერთ-ერთი მცველი.