spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფელ კაბალში ყოფილი რწმუნებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა შეაგდეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ბიზნესმენისა და ყოფილი რწმუნებულის ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ხელყუმბარა შეაგდეს. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილი. 

 

ჯემალ ნიაზოვი ამ წუთებში პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. 

 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ორი მუხლით – 229-ე აფეთქება და 236 – ე მუხლი, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები