სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
სუს-ის ცნობით, ოკუპანტების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებლია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპანტებმა ორი მოქალაქის დაკავება სცადეს. ერთი მათგანი გამოიქცა, მეორე კი, მწყემსი ზურა დოთიაშვილი დააკავეს.