spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფელ კომანდელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც სოფელ კომანდელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, – ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილე  ლევან შერაზადიშვილთან ერთად დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

 

პროექტის ფარგლებში მოეწყო ასფალტო-ბეტონის საფარი, რომლის სახელშეკრულებო თანხამ – 400 000 ლარი შეადგინა. აღნიშნული სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ “ამბროლაურის ავტოგზა 10“ შეასრულა.

 

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები