spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფელ პატარა მიტარბთან მისასვლელი გზის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მიტარბთან მისასვლელი გზის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, სოფელ პატარა მიტარბთან მისასვლელი გზის 1.026 კმ-იან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყო.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

“ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შესაბამისად მომავალშიც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას იგეგმება”, – აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები