ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბიში, შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ყვიბიში ე.წ დარბაიძეების, შუბითიძეების, ხაჩიძეებისა და ციცქიშვილების უბანში, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარიანი გზა დაიგება.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 459 001 ლარია გამოყოფილი.
“სამუშაოების შემსყიდველი კომპანია ამასთანავე ვალდებულია, ახალი კორონა ვირუსის (covid 19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამუშაოების შესრულების პროცესში უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა, რათა სამუშაოების შესრულების პროცესი შეფერხების გარეშე წარიმართოს”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიში.