ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გზის საფარის 1 152-მეტრიანი მონაკვეთი მოეწყობა.
სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ღირებულება 777 976 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს შპს “ბილტმორი” ასრულებს.