spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფელ ყვიბისში გზის 1-კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში ე.წ. დარბაიძეების, შუბითიძეების, ხაჩიძეებისა და ციცქიშვილების უბანში გზის 1 კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო. ასევე, 400 მეტრზე სანიაღვრე არხი მოეწყო.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ყვიბისში შიდა საუბნო გზა დაზიანებული იყო, რაც ართულებდა აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებას. 

 

“ადგილობრივ მოსახლეობას ახლა უკვე საშუალება აქვთ  იმოძრაონ განახლებული, კომფორტული და გაცილებით უსაფრთხო გზით.

 

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 407 999 ლარი გამოიყო”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები