ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში, “კვახიანი ღელეზე” ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, ორივე მხარეს, ჯამში 211 მეტრზე რკინა-ბეტონის ნაპირდამცავი კედელი მოეწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 332 800 ლარია გამოყოფილი.
“აღსანიშნავია, რომ ღელე ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი იყო, რადგან უხვი ნალექის გამო დიდდებოდა და კალაპოტიდან გადმოდიოდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მიმდინარე წელსაც არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს”, – აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.