ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის II ეტაპი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ბერის საყდრებამდე მისასვლელი გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი ეწყობა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და სამუშაოებს შპს “ამხანაგობა გზა – 2023” ახორციელებს.
პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, პროექტის l ეტაპზე გზის 600-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდა.