spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფელ რუფოთის #1 და ქვედა სიმონეთის #2 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სოფელ რუფოთის #1 და ქვედა სიმონეთის #2 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა, პირველ მოადგილესთან მანუჩარ რობაქიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ორივე სკოლის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

 

“საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია. რეაბილიტირებული სკოლის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ცენტრალური გათბობის სისტემა, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო, რეკრეაციული სივრცე და ღია სპორტული ინფრასტრუქტურა. შენობის შიდა ნაწილში დამონტაჟებულია ლიფტი, ხოლო შენობის გარეთ პანდუსი მოეწყო, რაც შშმ პირებს შესაძლებლობას მისცემს უპრობლემოდ გადაადგილდნენ. ორივე სკოლის რეაბილიტაციაზე საერთო ჯამში 3 950 000 ლარი გაიხარჯება. სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროცესს კომფორტულ და ღირსეულ გარემოში გააგრძელებენ“, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

 

სამშენებლო სამუშაოებს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია – ,,ენენ ჯგუფი“ ახორციელებს.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ბოლო წლებში 3 ახალი სკოლა აშენდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 სკოლას და მიმდინარეობს კიდევ 2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები