ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში ახალგაზრდები მალე კომბინირებული, ხელოვნურსაფარიანი ახალი მინი სპორტული მოედნით ისარგებლებენ.
მოედანზე დაიგება მწვანე ხელოვნური საფარი, მოეწყობა ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარი, განათება და შეიმოიღობება ლითონის კონსტრუქციით.
“სოფელში მინი მოედნის მოწყობა ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნით დავგეგმეთ. მათი ჩართულობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საქმეში უმნიშვნელოვანესია. მსგავსი მინი მოედანი სხვადასხვა სოფლებშიც მოეწყო. პროცესი მომავალ, 2023 წელსაც გაგრძელდება”, – განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.
მინი სტადიონის მოსაწყობად ადგილობრივ ბიუჯეტში 194824 ლარია გათვალისწინებული.