spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფელ საკირეში მინი სპორტული მოედნის მოწყობა დაიწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში მინი სპორტული მოედნის მოწყობა დაიწყო.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს კომბინირებული, ხელოვნურსაფარიანი ახალი მინი სპორტული მოედნის მოწყობას. მოედანზე დაიგება მწვანე ხელოვნური საფარი, დამონტაჟდება ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარი და განათება. ასევე, სპორტული მოედნი შეიმოიღობება ლითონის კონსტრუქციით.

 

“ახალგაზრდების სურვილი იყო, რომ სოფელში მინი მოედნი მოწყოს და ჩვენ რა თქმა უნდა დავეთანხმეთ მათ თხოვნას. მათი ჩართულობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საქმეში უმნიშვნელოვანესია. მსგავსი მინი მოედანი სხვადასხვა სოფლებში მოეწყო. პროცესი მომავალ, 2023 წელსაც გაგრძელდება”, – განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები