სოფელ სამებაში დღეს მიწისძვრა სამჯერ მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი, 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები 07:36 საათზე დაფიქსირდა.
შემდეგი, 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 09:10 საათზე დაფიქსირდა, 3.1 მაგნიტუდის – 09:18 საათზე.
კიდევ სამი მიწისძვრა დღეს საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა.