“მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” ინფორმაციით, სოფელ სამებაში დღეს მომხდარი მიწისძვრების შედეგად ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში ფრესკები კვლავ ჩამოიშალა.
“11 ივლისს დილას მომხდარი მიწისძვრის შედეგად (4,8 ml და 4,5 ml მაგნიტუდა; სოფელი სამება – დმანისის მუნიციპალიტეტი) ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) ფრესკები კვლავ ჩამოიშალა.
ფრესკები ჩამოიშალა 2 მაისის მიწისძვრის დროსაც, რის გამოც 5 მაისს “საყდრისის კომიტეტმა” ოფიციალური წერილით მიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და დაუყოვნებლივ ქმედითი ღონისძიებების გატარება მოითხოვა, თუმცა ამაოდ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სოფელ სამებაში დღეს დილით მიწისქვეშა ბიძგები რამდენჯერმე დაფიქსირდა.