spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 09:31 საათზე დაფიქსირდა.

 

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კილომეტრში, სოფელი სამებასთან იყო.

 

პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.

 

ბოლო სამი თვის განმავლობაში სოფელ სამებასთან 40-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა, მათ შორის 20-ზე მეტი აგვისტოში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები