სოფელ სამებასთან დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 10:25 საათზე, სოფელ სამებასთან 3.4 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
დღეს პირველი, 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები 07:36 საათზე დაფიქსირდა. შემდეგი, 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 09:10 საათზე, 3.1 მაგნიტუდის – 09:18 საათზე.
დღესვე რამდენიმე მიწისძვრა საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში სულ 8 მიწისძვრა დაფიქსირდა.