spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფელ შავშვებთან ავარიას ერთი ოჯახის 4 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია

სოფელ შავშვებთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. არსებული ინფორმაციით, ოთხივე გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრია.

 

ავარიის შედეგად დაშავდა ერთი მოზარდი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

 

წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანა ავტობანზე მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა რა დროსაც გზიდან გადავარდა. 

 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები