მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში ხის გადამამუშავებელ საამქროსა და ავეჯის ქარხანაში ხანძარია.
ცეცხლის ჩაქრობას ათზე მეტი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს. ხანძრის ლიკვიდაცია ჯერ ვერ ხერხდება.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობაა.