ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკურორტო სოფელ ტიმოთესუბანში ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ცენტრალური ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები, ჭიშკრები და რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები.
სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
“საკურორტო სოფლების იერსახის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიმართულებით სამუშაოებში მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”, – აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.