სოფელ წედისამდე მისასვლელი გზის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასფალტბეტონის საფარის მოწყობით დაიწყო.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქტიურ ფაზაშია სოფელ წედისში ცენტრალური გზიდან სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნური ნაგებობების; ლითონის გადამღვრელების კიუვეტებისა და ლითონის ზღუდარების მოწყობა.
პროექტი გარდამავალია და პირველი ეტაპი, ორკილომერტიან გზის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს ასფალტბეტონის საფარის მოწყობით, რომლის სისქე 9სმ – ია.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო მისი ღირებულება 719 900 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს ამბროლაურის “ავტოგზა” ასრულებს.