გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ველისციხეში გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების თქმით, თანასოფლელებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც ერთმა მეორეს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.