spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფელ ზეისტეჩოს ბოლო ადგილობრივი მცხოვრები მიქაელ არაბული – “მიხა პაპა” გარდაიცვალა

14 იანვარს მძიმე ავადმყოფობის შედეგად ღვთივ განისვენა მიქაელ არაბულმა, “მიხა პაპად“ ცნობილმა ზეისტეჩოელმა ბოლო ადგილობრივმა მცხოვრებმა, – ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

 

“იგი დღეს 16:00 საათიდან, დასვენებული იქნება სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც საღამოს ლოცვის შემდეგ, შესრულდება წესის აგება და პანაშვიდი.

 

15 იანვარს კი, კვირას, მის ცხედარს 08:00 საათზე წაასვენებენ ხევსურეთში, თავის სოფელში.

 

თანაგრძნობას ვუცხადებთ მიხა პაპას ნათესავებს, გულშემატკივრებსა და ყველას, ვისთვისაც ახლობელი იყო იგი“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები