spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფელი ტბის ტერიტორიულ ერთეულში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ტბის ტერიტორიულ ერთეულში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, – ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

“სოფელ ცემში 3773 მ³ მიმდინარეობს გზის მოხრეშვის სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულება 19 317 ლარია.

 

სოფელ ლიბანში სკვერის შემოღობვის სამუშაოები გრძელდება, რომლის ღირებულება 20 000 ლარს შეადგენს.

 

სოფელ სადგერში 240 გრძივ მეტრზე სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოები მიმდინარეობს.  პროექტის საერთო ღირებულება 23 893 ლარია.

 

სოფელ ტბაზე კი დაგეგმილია სათავე ნაგებობისა და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია. პროექტის საერთო ღირებულება 23 000 ლარია.

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები