spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტში საერთო კრებები და კონსულტაციები გრძელდება

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტული წინადადებებიდან, ხმათა უმრავლესობით, შერჩეულ იქნა შემდეგი პრიორიტეტული წინადადებები: სოფელი საკირე სასმელი წყლის რეაბილიტაცია; სოფელი ტაძრისი სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და რეზერვიარების რეაბილიტაცია; სოფელი დგვარი სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია; სოფელი ლარები სკვერის მოწყობა; სოფელი ჩითახევი გარე განათების მოწყობა; სოფელი ჭობისხევი გარე განათების მოწყობა;  სოფელი დვირი სარწყავი არხის რეაბილიტაცია; სოფელი ქვაბისხევი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა; დაბა ბაკურიანი გარე განათების მოწყობა; სოფელი ანდეზიტი ამბულატორიის შენობის სარემონტო სამუშაოები; სოფელი ციხისჯვარი შიდა გზების მოხრეშვა; სოფელი სადგერი სასაფლაოს შემოღობვა; სოფელი ტბა წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია; სოფელი ცემი სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; სოფელი ლიბანი სკვერის ტერიტორიის კეთილმოწყობა.

 

შეხვედრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები- გიორგი ფერაძე, ჯუმბერ კურტანიძე, მერიის ინფრასტრუქტურისა და ზადამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ კორძაია, საკრებულოს დეპუტატები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ძირითადი პრიორიტეტები გააცნეს და სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე იმსჯელეს.

 

ამ ეტაპზე, შეხვედრები მუნიციპალიტეტის 26 სოფელში უკვე გაიმართა, სადაც მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვიტა, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები