26 ოქტომბრის შემდეგ, ძალიან მალე, თითოეულ მოქალაქეს აუცილებლად ექნება ევროკავშირის პასპორტი. “ქართული ოცნება” აუცილებლად დამარცხდება, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოქტომბრის არჩევნებზე “ოცნების” დამარცხების შემდეგ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
“26 ოქტომბრის შემდგომ, როდესაც “ქართული ოცნება” აუცილებლად დამარცხდება, ჩვენ დავიწყებთ აქტიურ მოლაპარაკებას ევროკავშირთან, ჩვენი ქვეყანა დაჩქარებული ტემპით გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი, რაც ნიშნავს ევროპულ განათლებას, ევროპულ ჯანდაცვას, ევროპულ პენსიებს, ევროპულ ხელფასებსა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას. ეს აუცილებლად ასე იქნება და 26 ოქტომბრის შემდეგ, ძალიან მალე, თითოეულ მოქალაქეს აუცილებლად ექნება ევროკავშირის პასპორტი”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.