ამ ფორმით მწვანე პასპორტის არსებობას, ჯობდა, რომ გაუქმებულიყო, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სოფო ჯაფარიძემ Front News-ს საკოორდინაციო საბჭოს მიერ ე. წ. მწვანე პასპორტის გაუქმების გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი კონტროლის არარსებობა მოქალაქეებს უფრო მეტი საფრთხის ქვეშ აყენებდა.
“ამ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ გვქონდა მწვანე პასპორტი, ჯობდა, რომ არ გვქონოდა. აქედან გამომდინარე, სრულად მივესალმები კოვიდპასპორტის გაუქმებას. ვხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მის მიერ დაწესებული არცერთი რეგულაციის კონტროლი შესაბამისაად არ ხდებოდა, ეს კი მოქალაქეს გაცილებით მეტ საფრთხეს უქმნის. ის რომ არ იყო კონტროლი და ძალიან ბევრ ობიექტზე შედიოდნენ ჩვეულებრივად, მოქალაქეს, ვისაც ეგონა რომ დაცული იყო, კიდევ უფრო მეტი საფრთის ქვეშ აყენებდა. ასე რომ, ეს დროული გადაწყვეტილება იყო”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ე. წ. მწვანე პასპორტის გაუქმების შესახებ საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.