ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეულ სტუდენტს ჰქონდეს სახელმწიფო სუბსიდიის მეშვეობით, ბინების ქირაობის შესაძლებლობა. ავაშენებთ საერთო საცხოვრებლებს, რომ აღარ მოუწიოთ სტუდენტებს ღამე მუშაობა, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სტუდენტებს არ აქვთ ღირსეული სამუშაო პირობები.
“ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეულ სტუდენტს ჰქონდეს სახელმწიფო სუბსიდიის მეშვეობით, ბინების ქირაობის შესაძლებლობა. ავაშენებთ საერთო საცხოვრებლებს, რომ აღარ მოუწიოთ სტუდენტებს ღამე მუშაობა, იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცით, დღეს არ არსებობს ქვეყანაში ღირსეული სამუშაო ადგილები სტუდენტებისთვის. მათ უწევთ ღამე მუშაობა იმისათვის, რომ შეძლონ და გადაიხადონ ქირის ფული, ცხადია, ეს აისახება მათ ჯანმრთელობაზე აისახება”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.