spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფო ჯაფარიძე – ჩვენი ჰუმანიტარული ინიციატივა გრძელდება, ჩავდივართ კირბალში, საოკუპაციო ხაზთან

ჩვენი ჰუმანიტარული ინიციატივა გრძელდება, ჩავდივართ კირბალში, საოკუპაციო ხაზთან, კვირას, 3 დეკემბერს, 12:00 საათზე. კირბალში, სადაც უკვე უამრავი ადამიანი გველოდება. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პროექტი განხორციელდება თამაზ გინტურის სახლში! – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

 

“მინდა, მივმართო სამართალდამცველებს, უზრუნველყონ მაქსიმალური უსაფრთხოება, როგორც მედპერსონალის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის.

 

ჩვენს გუნდს შემოუერთდა ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ოკუპაცია. მას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიიდან გატაცება, კარგად იცის, რა როლს თამაშობენ რუსი სამხედროები და მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, დღემდე იქ არის, იქ მცხოვრებლების უდიდესი იმედია. მინდა, მადლობა გადავუხადო ვაჟა გაფრინდაშვილს საკუთარი საქმისა და ქვეყნის სიყვარულისთვის. ასევე დიდი პატივია, რომ შემოგვიერთდა მართლაც ქვეყნის იმედი გიორგი ჭეიშვილი. ადამიანი, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ჩვენ მოქალაქეებს სჭირდებათ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები