ჩვენ დავეხმარებით ემიგრანტებს საარჩევნო უბნებთან გადაადგილების ორგანიზებაში და კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გახდება დღეს ცნობილი, – ამის შესახებ “ემგიდის” დამფუძნებელმა და “ერთიანობის” წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ემიგრანტების არჩევნებზე ჩართულობისთვის სოციალურ ქსელშიც შეიქმნება ჯგუფი, სადაც სასურველ კითხვებზე პასუხს მიაწვდიან.
“ეს იქნება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა. ეს იქნება ასევე, Facebook ჯგუფი “ემგიდი” , ემიგრანტების გიდი, რომელ ჯგუფშიც ემიგრანტებს შეეძლებათ ნებისმიერ, მათთვის სასურველ კითხვაზე მიიღონ კომპეტენტური პასუხი.
ჩვენ დავეხმარებით ემიგრანტებს საარჩევნო უბნებთან გადაადგილების ორგანიზებაში და კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გახდება დღეს ცნობილი”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
არჩევნებზე ემიგრანტების სრულფასოვანი ჩართულობისთვის და სარეგისტრაციო პროცესის მარტივად გავლისთვის პლატფორმა “ემგიდი” პრეზენტაციას გამართავს. ორგანიზაცია 2024 წელს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლადაა შექმნილი.