spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფო ჯაფარიძე – ჯანდაცვის სისტემა მოშლილია და ახლა “ქართული ოცნება” მას სრული ფინანსური კრიზისით ემუქრება

“ქართული ოცნების”  “რუსული კანონი” არა მხოლოდ გვიკეტავს ჩვენს გზას ევროპისკენ, არამედ გვიწყვეტს დახმარებასა და მხარდაჭერას, რომელიც გადაარჩენს ძალიან ბევრ სიცოცხლეს საქართველოში, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ამერიკასთან კონტაქტები უფრო მეტად იყო განვითარებული.

“ამ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა მოშლილია და ახლა “ქართული ოცნება” მას სრული ფინანსური კრიზისით ემუქრება ამერიკასთან ურთიერთობის დანგრევით.  “ქართული ოცნების”  “რუსული კანონი”  არა მხოლოდ გვიკეტავს ჩვენს გზას ევროპისკენ, არამედ გვიწყვეტს დახმარებასა და მხარდაჭერას, რომელიც გადაარჩენს ძალიან ბევრ სიცოცხლეს საქართველოში.

აქ საუბარია ისეთ პროექტებზე, როგორიცაა ექიმების მომზადება, საავადმყოფოების მშენებლობა, ინტერნეტის მიწოდება სოფლად კლინიკებისთვის და სხვა ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროექტები.

წლების განმავლობაში მხოლოდ ამერიკული დახმარება 6 მილიარდ დოლარს აჭარბებს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ეს კონტაქტები კიდევ უფრო გაძლიერდა და საქართველოში არაერთი უმნიშვნელოვანესი ამერიკული პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორია”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები