ხელისუფლება ირჩევს რუსეთს, მაგრამ ქართველი ხალხი ვირჩევთ ევროპას, – ამის შესახებ “ერთიანობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა
მისივე თქმით, ქართველი ხალხი და ხელისუფლება სრულიად დაშორებული არიან ერთმანეთს.
“ქართველი ხალხი დგას ფეხზე, საქართველო დღეს დგას ფეხზე, არჩევნებამდე 6 დღით ადრე. კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა, სრულად დაშორებულები ვართ ქართველი ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან. ხელისუფლება ირჩევს რუსეთს, მაგრამ ქართველი ხალხი ვირჩევთ ევროპას. დღეს ვიქნებით ძალიან ბევრნი. ისეთი ერთსულოვანია დღეს საქართველო, როგორც არასდროს. არასდროს არ დათმობს საქართველო ევროპულ მომავალს და ამას უნდა შეეგუოს „ქართული ოცნება“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
თბილისში მარში – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” იმართება.