spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფო ჯაფარიძე – “მედ-გიდი” ისევ თქვენს სამსახურშია, საქართველოში წამყვანი ექიმები გაგიწევენ სრულიად უფასო ონლაინ კონსულტაციებს

“მედ-გიდი“ ისევ თქვენს სამსახურშია. ჩვენი, საქართველოში წამყვანი ექიმები გაგიწევენ სრულიად უფასო ონლაინ კონსულტაციებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

 

“ქვეყნის ათასობით მოქალაქე საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იმყოფება. მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ ამ რთულ გამოწვევას გაუმკლავდნენ. ჯანდაცვის სისტემა ისევ გაუმართავია, ისევ სრულიად მოუმზადებელი შეხვდა მორიგ გამოწვევას. სამწუხაროდ, არ მეგონა, რომ კოვიდის შემდეგ “მედ-გიდის“ კვლავ დაბრუნება გახდებოდა საჭირო, მაგრამ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, კვალიფიციური ექიმების გუნდთან ერთად, საჭიროდ მიმაჩნია, აქტიურად ჩავერთოთ და მოსახლეობას ყველა შესაძლო დახმარება გავუწიოთ.

 

ერთხელ დაგპირდით და კიდევ გეტყვით – ყოველთვის ვიქნები ჩემს ძალიან მაგარ გუნდთან ერთად იქ, სადაც თქვენ დაგჭირდებათ. არასოდეს მიგატოვებთ არც ერთ თქვენგანს! გპირდებით, რომ ძალიან მალე ჩვენ ქვეყანას ექნება ევროპული ჯანდაცვის სისტემა, სადაც „მედ-გიდი“ აღარასოდეს გახდება საჭირო, „მედ-გიდი“ დარჩება ლეგენდად, თუ როგორ შეიძლებოდა 17-კაციან გუნდს ყველაზე დიდი კრიზისის დროს ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქცია შეესრულებინა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინა. ეს ჩვენი გმირი ექიმების დამსახურებაა, კიდევ ერთხელ და კიდევ ბევრჯერ მადლობა მათ.

 

ასე რომ, „მედ-გიდი“ ისევ თქვენს სამსახურშია. ჩვენი, საქართველოში წამყვანი ექიმები გაგიწევენ სრულიად უფასო ონლაინ კონსულტაციებს. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ყალბი ე.წ. ექაუნთი შეიქმნა, შემოდით ჩემს გვერდზე – სოფო ჯაფარიძეზე, სადაც გაზიარებული მაქვს ახალი ჯგუფი“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები