spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სოფო ჯაფარიძე – მიხეილ სააკაშვილი ისჯება ქვეყნის სიყვარულისთვის

ეს არ არის სასამართლო, ეს არის ცირკად ქცეული შენობა, სადაც ყველაფერია სიმართლის გარდა, ივანიშვილისთვის მთავარი პრობლემა არის მიხეილ სააკაშვილი და სწორედ ამიტომ ისინი ყველაფერს იყენებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავიანთი ჭკუით დასაჯონ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის სიყვარულისთვის ისჯება.

“ეს არ არის სასამართლო, ეს არის ცირკად ქცეული შენობა, სადაც ყველაფერია სიმართლის გარდა, სადაც სიტყვა სამართალი არის სრულიად შეუსაბამო და უბრალოდ აღარ არსებობს ის. ივანიშვილისთვის მთავარი პრობლემა არის მიხეილ სააკაშვილი, ეს ვიცით და სწორედ ამიტომ ისინი ყველაფერს იყენებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავიანთი ჭკუით დასაჯონ.

მიხეილ სააკაშვილი ისჯება ქვეყნის სიყვარულისთვის, იმისათვის, რომ რუსეთს არ გადააბარა, იმისათვის, რომ სწრაფი ტემპით ატარა დასავლეთისკენ, ქვეყანა აქცია მსოფლიოსთვის ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად, მოსპო კორუფცია და რომელ ერთ სიკეთეზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 4,5 წელი მიუსაჯა. მას ასევე დაუმატა 12 მარტის განაჩენი  ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომლითაც მესამე პრეზიდენტს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ მიხეილ სააკაშვილს ჯამში 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები