ეს არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნებში მარცხდება, – ამის შესახებ “ერთიანობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ ვარკეთილის ოფისის დარბევასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმის, რომ მათ ეშინიათ, ისინი არიან მხდალები. ეს არის სახე რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის, შეშინებული ოლიგარქის. ნუ გგონიათ, რომ შეგვაშინებთ, ნუ გგონიათ, რომ გაგვაჩერებთ, პირიქით, ვივლით წინ, ვივლით გამარჯვებისკენ და დიახ, ერთიანობით გავიმარჯვებთ”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძე.
თბილისში, ვარკეთილში “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაარბიეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.