ქალბატონო სალომე, მოდით, ნახეთ რამდენი ათასი ადამიანი დგას რიგში, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნეს გათავისუფლებული, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, რომ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.
“კიდევ ერთხელ და კიდევ ბევრჯერ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს. ქალბატონო სალომე, შეხედეთ, რა ხდება მთელ საქართველოში, ყველგან, სადაც ჩავდივართ. მოდით, ნახეთ რამდენი ათასი ადამიანი დგას რიგში, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნეს გათავისუფლებული. ქალბატონო სალომე, ხედავთ, რომ ახლა უკვე ევროპარლამენტშიც იწყება ხელმოწერების კამპანია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი. ნუ დაგვიმახინჯებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით სოფო ჯაფარიძე რეგიონებში ხელმოწერებს აგროვებს, რომელიც სალომე ზურაბიშვილს გადაეცემა, რათა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.